მსოფლიო დღეს

„ნორმანდიული ფორმატი“ – რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები პარიზში პირისპირ შეხვდებიან

„ნორმანდიული ფორმატი“ — დონბასის პრობლემების დარეგულირების მიზნით შექმნილი დიპლომატიური ჯგუფია, რომელშიც გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შედიან.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა ელისეს სასახლეში „ნორმანდიული სამიტის“ შემდეგ გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.  

„სერიოზული შეხვედრა“ – ცნობილი გახდა ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის თარიღი

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის მეთაურების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 19:00 საათისთვის დაიწყება და, სავარაუდოდ, 2 საათსა და 45 წუთს გასტანს. მისი დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეები პრესკონფერენციას გამართავენ. 

გარდა ამისა, სამიტის დაწყებამდე დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა. კერძოდ, ვლადიმირ პუტინი ჯერ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, შემდეგ კი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართავს მოლაპარაკებებს. 

„ნორმანდიული ფორმატი“ — დონბასის პრობლემების დარეგულირების მიზნით შექმნილი დიპლომატიური ჯგუფია, რომელშიც გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შედიან. ფორმატი 2014 წლის ივნისში შეიქმნა და მაშინ ოთხი ქვეყნის ლიდერებმა პირველად იმსჯელეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დეესკალაციის გზების თაობაზე.

2015 წლის თებერვალში „ნორმანდიულმა ოთხეულმა“ ხელი მოაწერა მინსკის შეთანხმებას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და მხარეების შერიგებას ითვალისწინებდა, თუმცა საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.