ყვითელი ამბები

„მოვდივარ საქართველოში“ – ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან ერთად ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ქართველ ვარსკვლავებს შორის ყველაზე აქტიურია.
Sputnik

მოდელმა ნუკი კოშკეშილიშვილმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა და თავის გულშემატკივრებს ახალი სასაუბრო თემის შერჩევა შესთავაზა. გოგონა ხშირად წერს დიეტებსა და წონის დაკლებაზე. როგორც ნუკი ამბობს, დიეტებზე ბევრმა საუბარმა „ჭკუიდან გადადგა“.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და ის სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს.

Instagram-ზე ცოტა ხნის წინ ნუკიმ მეუღლესთან ერთად ახალი ფოტო დადო, რომელსაც უამრავი გამოხმაურება აქვს. „თუ გიყვარს ადამიანი, სულ უნდა უმეორო, რომ გიყვარს. ზოგჯერ რომ ვჩხუბობთ, ვბარგდები და მოვდივარ ისევ საქართველოში (ხშირად!) მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ასე არასდროს არავის ვყვარებივარ და ეგრევე უკან ვიხევ. რა უცნაურია არა ქალის ბუნება? ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ბევრს ვითხოვთ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთს, ვგრძნობდეთ რომ გიყვარვართ. ჩემთვის ეს არის მთავარი. რომ არ მეგრძნო როგორ გიყვარვარ, აი დედას ვფიცავ ამხელა გზაზე არ წამოვფოჩიალდებოდი“, – წერს მოდელი.