„მის სამყარო“ სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი გახდა – მსოფლიოს ულამაზესი გოგონების ფოტოები

Sputnik

სილამაზის კონკურსის ჟიურიმ გამარჯვებული აირჩია – ეს 26 წლის ზოზიბინი ტუნზია, ხოსას ხალხთა წარმომადგენელი, რომლებიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობენ.

ახალგაზრდა გოგონა აქტიურად იბრძვის ქალებზე ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ. ტუნზი მიიჩნევს, რომ ყველამ უნდა დააფასოს ბუნებრივი სილამაზე და შეიყვარონ თავი ისეთი, როგორებიც არიან.

მეორე და მესამე ადგილები პუერტორიკოელ მედისონ ანდერსონსა და მექსიკელ სოფია არაგონს ერგოთ.

1 / 15
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი „მის სამყაროს 2019-ის“ გამარჯვებული გახდა სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელი ზოზიბინი ტუნზი
2 / 15
ფინალისტთა სამეულში შევიდნენ ასევე მექსიკისა და პუერტო-რიკოს წარმომადგენლებიც
3 / 15
წამყვანი სტივ ჯარვი ესაუბრება მის მალაიზიას - შვეტა სექონს
4 / 15
სამხრეთაფრიკული ქვეყნის წარმომადგენელი უკვე მესამედ იმარჯვებს ამ კონკურსში
5 / 15
ზოზიბინი ტუნზი დაბადებულია პატარა ქალაქ ტსოლოში, რომლის მოსახლეობის 94%-იც შედგება ხოსას ეროვნების ხალხებისგან
6 / 15
გოგონა აქტიურად მონაწილეობს ქალებზე ძალადობისა და გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლაში
7 / 15
კონკურსი „მის სამყარო“ წელს ამერიკის ქალაქ ატლანტაში გაიმართა
8 / 15
კონკურსი უკვე 68-ეჯერ გაიმართა
9 / 15
გამარჯვებულთა ათეულშოი მოხვდნენ გაბრიელა ტაფური კოლუმბიიდან (მეოთხე ადგილი) და პავინსუდა დრენი ტაილანდიდან (მეხუთე ადგილი)
10 / 15
მათ შემდეგ მოდიან საფრანგეთის, ისლანდიის, ინდონეზიის, პერუს და აშშ-ის წარმომადგენლები
11 / 15
მომღერალი ელი ბრუკი სილამაზის კონკურსზე
12 / 15
მის აშშ ჩელსი კრისტი სილამაზის კონკურსზე
13 / 15
წამყვანი სტივ ჰარვი შეკითხვას უსვამს მის ვიეტნამს, ზოანგ ტიუჰის
14 / 15
მის პერუ კელინ რივერა
15 / 15
სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ზოზიბინი ტუნზი