ვაშაძე: არავითარი პოზიტიური შედეგი არ არის, უბრალოდ მოხდა დათანხმება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე საუბრობს, რომელიც გუშინ შედგა.
Sputnik
ვაშაძე: არავითარი პოზიტიური შედეგი არ არის, უბრალოდ მოხდა დათანხმება
„არავითარი შედეგი, რასაც თქვენ გულისხმობთ, პოზიტიური არ არის. მოხდა დათანხმება. როდესაც მხარეები უკვე ორი რაუნდია ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, საერთაშორისო შუამავლებმა ამოიღეს ​მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების კომპონენტი ჩვენი დოკუმენტიდან და გვითხრეს – მოდით, ეს კომპონენტი განვიხილოთ ცალ-ცალკე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას პრობლემა არ აქვს, რომ კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრინციპები.