თელავში საშობაო ბაზრობა გაიხსნება

თელავში საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ოსტატების მიერ დამზადებული ნაკეთობები, სუვენირები, ახალ-ახალი პროდუქტი
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. თელავის ცენტრალურ მოედანზე 17 დეკემბერს საშობაო ბაზრობა იხსნება, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ ხელნაკეთი ნაწარმი და სუვენირები, დააგემოვნოთ ეროვნული სამზარეულოს კერძები და მოიმარაგოთ პროდუქტები სადღესასწაულო სუფრისთვის.

საქართველო სტრასბურგში საშობაო გამოფენაში მონაწილეობს

ფერმერები კახეთის რეგიონიდან ბაზრობაზე მისულ სტუმრებს ნატურალურ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შესთავაზებენ.

ორგანიზატორების თქმით, ბაზრობას საქველმოქმედო ხასიათი ექნება.

ფესტივალს დააგვირგვინებს ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონია და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების და ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით.

ბაზრობის ორგანიზატორია თელავის მერია და საკრებულო.

ილუმინაციებით და საახალწლო ატრიბუტიკით მორთული ბაზრობა 12:00 საათზე გაიხსნება და გვიან საღამომდე გასტანს.