ქარელში ცოლისძმამ სიძე ცულით მოკლა – დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს სიძის მკვლელობისთვის შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქარელში 23 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცოლისძმამ მოკლა

შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 6 დეკემბერს მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა სიძეს, 23 წლის მამაკაცს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.