მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე ერევანში დააკავეს

ეჭვმიტანილი ერევნის აეროპორტ „ზვართნოციდან“ რუმინეთის მიმართულებით გაფრენას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ინტერპოლის თურქეთის განყოფილების მიერ იძებნებოდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

იუსტიციის სამინისტრომ ძმები გლუშკოვების რუსეთში ექსტრადიცია დაადასტურა

43 წლის საქართველოს მოქალაქე „ზვართნოცის“ აეროპორტში 6 დეკემბერს დააკავეს. ის ერევნიდან ბუქარესტში გაფრენას ცდილობდა.

აღნიშნულია, რომ დაკავებული ძებნაშია 2013 წლის 3 ივლისიდან. მას ძარცვა და ქონებრივი ზარალის მიყენება ედება ბრალად. მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი.

დაკავების შესახებ სომხეთში ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროსა და პროკურატურას შეატყობინეს.