თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ორ ხიდს შორის მოძრაობა აიკრძალა

ტრანსპორტის მოძრაობა ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ღამის საათებში შეიზღუდება
Sputnik

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე მდებარე რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით 8-9 დეკემბერს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ჭავჭავაძის გამზირზე კვირას ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისის შემოვლითი გზის II ლოტის მშენებლობის ფარგლებში, რკინიგზის ხიდიდან ჭიშურას ხიდის მიმართულებით ბეტონის დამგები მექანიზმის გადატანის გამო აიკრძალება. კერძოდ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 დეკემბრის 22:00 სთ-დან 9 დეკემბრის 05:00 სთ-მდე  იკრძალება.

„დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის 216-ე კმ. (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)- ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზების გავლით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.