საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ღამით რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, იუწყება თბილისის მერია.

ჭავჭავაძის გამზირზე კვირას ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

8 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.