რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ზაზა ურუშაძე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 53 წლის ასაკში ქართელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა.

„ოსკარის" ნომინანტმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო

რეჟისორის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

მიმდინარე წლის სექტემბერში ზაზა ურუშაძემ საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დაწერა. თანამდებობის წასვლის მიზეზად მან „არაჯანსაღი პროცესები“ და ინტრიგები დაასახელა.

ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ბოლო გასეირნება“ (2012) და „მანდარინები“ (2013). 2018 წელს ფილმი „მანდარინები“, რომელსაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ურუშაძის ქალიშვილი ანაც წარმატებული კინორეჟისორია.

ზაზა ურუშაძის გახმაურებული ფილმი „მანდარინები“ 2015 წელს ესტონეთის სახელით გახდა „ოსკარის“ ნომინანტი კატეგორიაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“. ხოლო 2016 წელს ურუშაძის ფილმი გახდა ანტონიო გაუდის სახელობის კატალონიური პრემიის მფლობელი ნომინაციაში „საუკეთესო ევროპული ფილმი“.