მაღალმთიან საწარმოებს ახალი შეღავათები მიენიჭათ

თავისი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათები რაიონიდან გასატან პროდუქციაზეც გაავრცელა
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მაღალმთიანი რეგიონის საწარმოები მიიღებენ უფლებას გაყიდონ თავიანთი პროდუქცია საქართველოს მასშტაბით და ასევე გაიტანონ ექსპორტზე, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლები შეღავათებით ისარგებლებენ

დღემდე „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს" სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს მაღალმთიანეთში მოქმედ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აწარმოებენ და ყიდიან პროდუქციას მხოლოდ თავის რაიონში. ისინი 10 წლით გათავისუფლდნენ გადასახადებიდან, მათ შორის საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან.

თავისი გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო შეღავათები რაიონიდან გასატან პროდუქციაზეც გაავრცელა.

„ცვლილება ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებაში წარმოებით დაინტერესების კიდევ უფრო ზრდას და მთაში უკვე მომუშავე მეწარმეების დამატებით ხელშეწყობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსით 403 კომპანია სარგებლობს. სტატუსს საქართველოს მთავრობა ანიჭებს.