დატოვებს თუ არა პოსტს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში ლევან სურგულაძის თანამდებობის წასვლის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ განმარტებებს ორშაბათს გააკეთებენ
Sputnik

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს, ინფორმაცია ამის შესახებ ქართულ მედიაში დღეს გავრცელდა.

პირველი არხი სააგენტოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

როგორ მიმდინარეობს საპენსიო რეფორმა საქართველოში: ბოლო მონაცემები

სააგენტოს პრესცენტრში აღნიშნეს, რომ ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს.

„საპენსიო სააგენტოში არ ვადასტურებთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე განმარტებას სავარაუდოდ ორშაბათს გააკეთებს“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს საპენსიო სააგენტოში.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

მანამდე ის საპენსიო სააგენტოს დირექტორად დანიშვნამდე სს „კავკასიის ბიზნეს ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია.