ყვითელი ამბები

კახა კალაძეს ორი და ჰყავს - ნახეთ როგორ გამოიყურება ანუკი არეშიძის მული

თბილისის მერი კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ლევან კალაძეა ცნობილი, რომელიც 21 წლის იყო როდესაც უნივერსიტეტისკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს.
Sputnik

თბილისის მერის კახა კალაძის დედმამიშვილებიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ ლევან კალაძეა ცნობილი, რომელიც 21 წლის იყო როდესაც უნივერსიტეტისკენ მიმავალი გაიტაცეს და ოჯახმა მხოლოდ 8 წლის შემდეგ გაიგო დადასტურებულად, რომ გამტაცებლებმა ის მოკლეს.

აღმოჩნდა, რომ კალაძის მამას - კარლო კალაძეს, რომელიც სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო, პირველ მეუღლესთან ორი ქალიშვილი ჰყავს. ისინი საზოგადოებაში არ ჩნდებიან და მათ შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი და გახლავთ თამუნა კალაძე, რომელიც ძალიან ჰგავს უმცროს ძმას. კარლო კალაძის პირველი ოჯახის შესახებ წლების წინ კალაძის დედამ, მედეა შენგელიამ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, კარლო გოგონებს ყველაფერში გვერდში ედგა.

„პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ – უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა“, - იხსენებს კალაძის დედა.

კახა კალაძის დის, თამუნა კალაძის სახელმა ქართულ მედიაში იმ დროს გაიჟღერა, როდესაც მისი მეუღლე, პაატა აბულაძე, პარტია „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა. აბულაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდე, სადაც მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლების მიერ წარმოებულ ლგბტ-მოძრაობის მხარდამჭერ პოლიტიკას და საპატრიარქოს უმოქმედობას.