ყვითელი ამბები

ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის – ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს ილოცონ მისთვის

ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუ-ბიზნესში. აღმოჩნდა, რომ მათი ოჯახი განსაცდელშია.
Sputnik

რამდენიმე დღის წინ მომღერალ ზურა ხაჩიძის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც მისი მეუღლე ხათუნა ჟორდანია კლინიკაშია გადაღებული, საზოგადოების ინტერესი და შეშფოთება გამოწვია. აღმოჩნდა, რომ ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებას – ფილტვის სიმსივნეს ებრძვის.

როგორც მომღერალმა „რეიტინგს“ უთხრა, ხათუნა ისრაელში მკურნალობს, ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და ცოტა უკეთაა. დაავადების შესახებ კი შემთხვევით გაიგეს, როდესაც ხველების გამო ექიმთან მივიდნენ. ზურა ხაჩიძე საზოგადოებას სთხოვს, ხათუნასთვის ილოცონ.

წლების წინ ზურა ხაჩიძემ და ხათუნა ჟორდანიამ ერთმანეთი ნინი ქარსელაძისა და „ქუჩის ბიჭების“ ჰიტის ჩაწერისას გაიცნეს. ახლა მათ საერთო ქალიშვილი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. წყვილის დაქორწინება ჭორების მიუხედავად მყარი აღმოჩნდა. 6 თვის წინ ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მესამე მოადგილედ დაინიშნა. „Sputnik-საქართველო“ ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებას უსურვებს.