ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ უკრავენ კახა კალაძის და ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟები – ვიდეო

წინასაახალწლოდ სასკოლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში ხშირად აწყობენ ზეიმებს. ამ დროს ყველა ბავშვს უწევს მისი განსაკუთრებული ნიჭი გამოავლინოს და მშობლები გაახაროს. ნახეთ, რისი ნიჭი აღმოაჩნდათ ცნობილი სახეების შვილებს.
Sputnik

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, სასკოლო ზეიმზეა გადაღებული. მასში მონაწილე ლევან კალაძე, რომელსაც ახლობლები ბიბის სახელით იცნობენ, მუსიკალურ ნომერს ასრულებს ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ვაჟთან – საბა კოდუასთან ერთად. ბიჭები, სავარაუდოდ, კლასელები არიან.

თავის მხრივ, ვიდეო ნანუკამაც დადო „სთორიზე“ და მას The Boy-ს დააწერა. საბა კოდუა „ბაქსვუდის“ სკოლაში სწავლობს. ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ გეგუჩაძე საფრანგეთში სწავლობს და დატვირთული გრაფიკი აქვს, საქართველოში ხშირად ჩამოდის. ამის მიზეზი კი ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებია. ნანუკა და საბა მას ხშირად აკითხავენ, შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთად მოგზაურობენ. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ერეკლე კოდუასგან.

თბილისის მერს კახა კალაძესა და მის მეუღლეს ანუკი არეშიძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ, მათგან ყველაზე პატარა – ნიკოლა კალაძე წყვილს სექტემბერში შეეძინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 9 წლისაა, კახაბერ კალაძე – 6 წლის, ვაჩე კალაძე კი 5 წლისა.

თბილისის მერის კახა კალაძის განახლებული ქონებრივი დეკლარაცის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, შვილების სწავლის საფასურში დედაქალაქის მერმა დაახლოებით 45 ათასი ლარი დახარჯა. კახა კალაძემ ლევან კალაძის სწავლის საფასურში 7200 დოლარი, კახაბერ კალაძის სწავლის საფასურში – 13519,8 ლარი, ხოლო ვაჩე კალაძის სწავლის საფასურში – 12577,65 ლარი გადაიხადა.