კალაძე: ვაკის პარკის დაპროექტების თემაზე შაბათს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება

თბილისის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრობს.
Sputnik
კალაძე: ვაკის პარკის დაპროექტების თემაზე შაბათს მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება
„დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესი. სწორედ ამ მიზნით გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შაბათს, 7 დეკემბერს, 12 საათზე ვაკის პარკში გამართავს შეხვედრას მოსახლეობასთან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ვაკის პარკში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.