ბევრი იცნობს იკა-ნათიას წყვილს, რომლებმაც ინტერნეტ-მომხმარებლებს სახალისო და პოზიტიური ვიდეოებით დაამახსოვრეს და შეაყვარეს თავი. ირაკლი სტურუას და ნათია წიქარიძეს 30 ოქტომბერს პირველი შვილი შეეძინათ. როგორც თავად აღნიშნავენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მათ გოგონას ნიცა დაარქვეს. სანამ ნათია იმშობიარებდა, ქმართან ერთად იცეკვა, რამდენიმე საათში კი ნიცა დაიბადა.
„ყველაფერმა კარგად ჩაიარა ღმერთის წყალობით. უბედნიერესი დღე დადგა ჩვენს ცხოვრებაში სიტყვებით აუღწერელი. მოევლინა ამ ქვეყნად ჩვენი სიცოცხლე და სიყვარული - ნიცა“, – დაწერეს ბლოგერებმა სოციალურ ქსელში.
სქესის გაგების ცერემონია იკამ და ნათიამ ულამაზეს წვეულებად აქციეს, სადაც შეიტყვეს, რომ გოგონას ელოდებოდნენ. სოციალურ ქსელში მათთან ერთად მათი პატარას ფოტოებიც აქტიურად იდება, რასაც უამრავი ადამიანის დადებითი ემოცია ახლავს.
ირაკლი სტურუამ და ნათია წიქარიძემ 6 წლის წინ თურქეთში გაიცნეს ერთმანეთი და ერთი ნახვით შეუყვარდათ. მას მერე ასე თვალებგაფართოებულნი არიან და, როგორც ამბობენ, რაც დრო გადის, უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა უჩნდებათ ერთმანეთისადმი.
თურქეთიდან კი წელიწადზე მეტია, რაც დაბრუნდნენ. მათი გვერდი – IKa NaTia PaGe უკვე ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელში და 170 ათასზე მეტი ადამიანი იწონებს. საზოგადოებას კარგად ახსოვს მათი პოპულარული ვიდეო ქორწილიდან, სადაც გულაჩუყებული და ატირებული სიძე ჩანს, რაც საქართველოსთვის დიდი იშვიათობაა.