ჩხოროწყუში 34 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პოლიციელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს, მას რვა წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ჩხოროწყუში 34 წლის მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ყოფილი პოლიციელი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე გუშინ დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პოლიციელს ბრალი კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.