ქარელში 23 წლის ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ცოლისძმამ მოკლა

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში 23 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, საკუთარმა ცოლისძმამ მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „თრიალეთი“.

შემთხვევა სოფელ დირბში ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ დრომდე უცნობია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.