წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძველი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

შენობის მცხოვრებლები დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს, ხოლო საკუთარ ბინებში დაბრუნებას ისინი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების შემდეგ შეძლებენ.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ძველი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით ადამიანები შენობიდან გამოიყვანეს და ისინი დროებითი საცხოვრებლებით უზრუნველყვეს.

როგორც ცნობილია, შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს. სახლის აღდგენით სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ შეასრულებს.