ყვითელი ამბები

„მეორე ბავშვზე არ ხარ ორსულად?“– ნუკი კოშკელიშვილის დამაინტრიგებელი პასუხი თაყვანისმცემელს

სექსუალური, ექსტრავაგანტული და შარმიანი მსახიობი გულწრფელობით გამოირჩევა. მას სოციალურ ქსელში რამდენიმე შოკისმომგვრელი კითხვა დაუსვეს. ნახეთ, რას პასუხობს ქართველი ვარსკვლავი ფანებს...
Sputnik

საზოგადოებამ ყველასათვის ცნობილი ნუკი კოშკელიშვილი პოდიუმიდან გაიცნო. მოგვიანებით სამოდელო სფერო სამსახიობო კარიერამ წარმატებით ჩაანაცვლა. უცხო გარეგნობა და ქარიზმატული ხასიათი ნუკის დამახასიათებელი თვისებები გახდა. მეტმა სითამამემ და დახვეწილმა სტილმა ყოფილ მოდელს უფრო მეტი ხიბლი შესძინა და მაყურებელი სულ უფრო და უფრო დააინტერესა. მოგვიანებით ამერიკაში მოულოდნელმა გათხოვებამ დიდი აურზაური გამოიწვია. ყველა ჭორსა და ინტრიგას ვარსკვლავმა მორიდების გარეშე უპასუხა. ახლა სოციალური ქსელით უკავშირდება „ფოლოვერებს“ და მათ კითხვებს ვირტუალურ სივრცეში ნათელს ჰფენს.

Instagram-ის ფუნქციები სელებრითებმა მალე აიტაცეს. კითხვების დასმას არა მხოლოდ პირდაპირი ტრანსლაციით, არამედ სპეციალური გამოკითხვითაც ახერხებენ. ამჯერად ნუკიმ რამდენიმე თემაზე ვრცლად ისაუბრა. ერთ-ერთმა კითხვამ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რომელიც მსახიობის ფეხმძიმობას ეხება. პასუხი კი არც ისე მოულოდნელი აღმოჩნდა. თაყვანისმცემლის კითხვაზე, მეორე შვილს ხომ არ ელოდება ვარსკვლავი, ნუკი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და დაწერა – „არა!!!!!“.

პასუხიდან და მრავალი ძახილის ნიშნიდან გამომდინარე, ნუკის ორსულობის და შემდგომი პერიოდი მტკივნეულად ახსენდება. ალბათ მსახიობს მეორე შვილის გაჩენა არ სურს. აღსანიშნავია, რომ ნუკიმ დიდი ძალისხმევის შედეგად რამდენიმე კილოგრამი დაიკლო. თაყვანისმცემლები წერენ, რომ ძველ ნუკისაც აჯობა და ახლა ბევრად უკეთ გამოიყურება, მისი გახდომის შედეგი კი სახეზეა.