„შავ წერტილებს პაწუკა ფეხები აქვთ!“ – ნახეთ რა აღმოაჩინა შვრიაში ია ფარულავამ

სოციალურ ქსელში მსახიობი ია ფარულავა შემაშფოთებელ ფოტოებს აქვეყნებს. ნახეთ, რამ შეაწუხა მსახიობი და რატომ მიმართავს „ხარისხის კონტროლს“.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ შვრიაში შავი ჭიები აღმოაჩინა.

მსახიობი გადაცემა „ხარისხის კონტროლს“ სთხოვს, გაარკვიონ რა ხდება.

საზოგადოებას ია ფარულავამ ინტიმური ხასიათის ფილმში „სიყვარული ვენახში“ მონაწილეობით დაამახსოვრა თავი. თუმცა მანამდე უამრავი სხვა როლი და ჯილდო იყო. მშვენიერ ია ფარულავას გახმაურებული და სკანდალური ცხოვრება აქვს.