ყვითელი ამბები

გურამ ლომიძის და ივანა მელაის უსაყვარლესი ქალიშვილი 3 წლის გახდა – ფოტოები

წყვილის ორწლიანი რომანი ქორწინებით 2016 წელს დაგვირგვინდა და ცოტა ხანში ქალიშვილი – ელისაბედ-ნატალია შეეძინათ.
Sputnik

ივანა მელაის და გურამ ლომიძის ვარსკვლავური წყვილი ტორონტოში ცხოვრობს. წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღო, მანამდე კი ორი წლის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდნენ ერთმანეთს. გურამ ლომიძეს და ივანა მელაის 2016 წლის ბოლოს შეეძინათ ქალიშვილი ნატალი-ელისაბედი, რომლის აღზრდაშიც წყვილს მშობლები ეხმარებიან.

ელისაბედი ორი დღის წინ სამი წლის გახდა, ის მშობლებმა გასართობ ცენტრში წაიყვანეს. ივანამ სოციალურ ქსელში პატარასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მილოცვებს იღებს.

უკრაინელი მომღერალი და ტელეწამყვანი ივანა მელაი რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად და სამუშაოდ საქართველოში გადმოვიდა. შემდეგ, რამდენიმე წელში კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ივანა საკუთარ კარიერას განაგრძობს და ამის პარალელურად სწავლობს – ის კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრს გურამიკოს პირველი ქორწინებიდან ხატია შამუგიასთან 17 წლის ნიკა და ამერიკაში 10 წლის ლიამი ჰყავს.