თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines სტამბულიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს 2020 წლის 1 მარტიდან იწყებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ავიაკომპანიამ უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა. ბილეთის ღირებულებაა 55 ევრო (ერთი მიმართულება).
ყველაზე პოპულარული ავიაკომპანიები: ვინ ლიდერობს ქართულ ბაზარზე>>
ამ ეტაპზე Pegasus Airlines რეგულარულ რეისებს ასრულებს მარშრუტით სტამბული–თბილისი–სტამბული. ბათუმში პირდაპირ რეისებს სტამბულიდან ამჟამად სხვა თურქული კომპანია – Turkish Airlines ახორციელებს.