ყვითელი ამბები

„ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინანე...“ – ნიკოლოზ რაჭველი გარდაცვლილ ანა მამულაშვილზე წერს

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1 დეკემბერს გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში მელანომას ებრძოდა. ანას ორი შვილი – 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის ანა მამულაშვილის გარდაცვალებას უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორისაა ქართველი კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.

როგორც კომპოზიტორი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ანას არ იცნობდა, თუმცა მეგობრის სტატუსით შეიტყო, რომ ის ძალიან ახალგაზრდა, ჭკვიანი და ლამაზი იყო, რომელიც მელანომას ებრძოდა და, სამწუხაროდ, ვერ დაამარცხა.

„სოციალურ გვერდზე განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მის მიერ გამოქვეყნებული ყველა მისი ნააზრევი, მონაყოლი, ნაფიქრი, მომინდა რომ ყველა ჩემიანმა წაიკითხოს და გულთან ახლოს მიიტანოს. ადამიანთა მიმართ მისი გულწრფელი რჩევები უფრო ღვთიური და ჰუმანური მგონია, ვიდრე ეკლესიური ქადაგებები, თან დახვეწილი იუმორით და სილაღით სავსე, ღრმა, პირადული და ამავე დროს ყველასათვის გასაგები, ჩამაფიქრებელი… აი, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვინანე, რომ ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ „გაცნობილი” ადამიანის მეგობარი არ ვიყავი, თუმცა აქვე შვებაც ვიგრძენი, რადგან ახლა ძალიან გამიჭირდებოდა”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი გარდაიცვალა – რამ იმსხვერპლა 32 წლის ტელეწამყვანი?

ჟურნალისტი ანა მამულაშვილი 32 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1 დეკემბერს გარდაიცვალა. ის ხუთი წლის განმავლობაში მელანომას ებრძოდა. ანას ორი შვილი – 13 წლის მია და 3 წლის ანდრე დარჩა.

ანა მამულაშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ჟურნალისტად, ასევე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.