ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო

სამხედრო მოსამსახურეების  ყოფითი პირობების გაუმჯობესებასა  და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 100 ათას ლარს დახარჯავს
Sputnik

 

თბილისი,  4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღარიბაშვილმა მოინახულა დასავლეთ სარდლობაში შემავალ სხვადასხვა სამხედრო ობიექტი, ასევე ხონის მეექვსე საარტილერიო ბრიგადა, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა და და ბრიგადის სასროლეთი. 

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება

თავდაცვის სამინისტროს განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვასა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნას გულისხმობს, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს: კაპიტალურად რემონტდება ყაზარმები, საცხოვრებელი კოტეჯები, სასადილოები, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობები, ხდება გარე განათებისა და კომუნიკაციების მოწესრიგება, ასევე შენდება მრავალფუნქციური სტადიონები და შესაბამისად ეწყობა სატრენაჟორო დარბაზები.

ირაკლი ღრიბაშვილმა დასავლეთ სარდლობის  მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილა და განახლებული მენიუ დააგემოვნა, რომელიც 1 ნოემბრიდან გაუმჯობესდა.

მოგვიანებით კი, მინისტრი ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის საჭიროებებს გაეცნო, რომელიც დასავლეთ საქართველოში დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახებს ემსახურება.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უწყება  100 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.