მოსკოვის წითელ მოედანზე საახალწლოდ ყინულის მოედანი გაიხსნა – ფოტო

Sputnik

წელს ГУМ-ის ყინულის მოედნის მე-14 სეზონის თემად იქცა საბავშვო პროგრამა „ღამე შვიდობისა, პატარებო!“. მაყურებლებს ღონისძიებაზე უჩვენეს ამონარიდი ახალი შოუდან „მძინარე მზეთუნახავი. ორი სამეფოს ლეგენდა“, რომელზეც დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ყინულის მოედნის გახსნას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი ტატიანა ნავკა, ყინულზე ცეკვის ოთხი კონტინენტის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული პეტრო ჩერნიშევი და 2018 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული ალინა ზაგიტოვა.

ღონისძიებაზე სასიამოვნო საზეიმო გარემო იყო. სტუმრები თავს ისე გრძნობდნენ, როგორც ზღაპარში – ისინი სურათებს იღებდნენ თემატური სტენდების ფონზე, ესაუბრებოდნენ ზღაპრების გმირებს და ნუგბარს მიირთმევდნენ. ყინულზე სრიალის მსურველებისთვის ადგილზე ქირავდებოდა ციგურები.

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ და მისი ბრენდი Sputnik ГУМ-ის ყინულის მოედნის საინფორმაციო პარტნიორები გახდნენ.

1 / 18
წელს გუმ-ის ყინულის მოედნის 14-ე სეზონის თემად იქცა საბავშვო პროგრამა „ღამე შვიდობის, პატარებო!“
2 / 18
მაყურებლებისთვის ღონისძიებაზე უჩვენეს აომნარიდი ახალი შოუდან „მძინარე მზეთუნახავი. ორი სამეფოს ლეგენდა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიგურისტები ტატიანა ნავკა, პეტრო ჩერნიშევი და ალინა ზაგიტოვა
3 / 18
ფიგურისტები ტატიანა ნავკა და პეტრო ჩერნიშევი ყინულის მოედნის გახსნაზე
4 / 18
შოუზე მუშაობა დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში გრძელდებოდა
5 / 18
მაყურებლებს ლამაზი საზეიმო შოუ უჩვენეს
6 / 18
ეს საღამო ყველას დიდხანს დაამახსოვრდება!
7 / 18
ცერემონიის დროს მოედანზე გამოჩნდნენ თოვლის ბაბუა და „სნეგუროჩკა“
8 / 18
სტუმრები ნამდვილ ზღაპარში აღმოჩდნენ. ისინი ფოტოებს იღებდნენ თემატური სტენდების ფონზე, ესაუბრებოდნენ ზღაპრების გმირებს და ნუგბარს მიირთმევდნენ
9 / 18
სიცილი, სიხარული და კარგი განწყობა - ასეთი გარემო იყო მოედნის გახსნის ცერემონიაზე
10 / 18
კომპანია Bosco di Ciliegi-ის ჯგუფის ხელმძღვანელი მიხაილ კუსნიროვიჩი ღონისძიებაზე
11 / 18
ღონისძიების სტუმრებისათვის უამრავი გასართობი მოეწყო
12 / 18
მოედნის გახსნას ასობით ადამიანი ესწრებოდა
13 / 18
ფიგურისტი ტატიანა ნავკა მოედნის გახსნის შემდეგ
14 / 18
ანიმატორები დღესასწაულის სტუმრებს ართობდნენ
15 / 18
ღონისძიებაზე საზეიმო განწყობა სუფევდა
16 / 18
საახალწლო ბაზრობა წითელ მოედანზე
17 / 18
გოგონა სამახსოვრო სურათს იღებს ერთ-ერთ სტენდთან
18 / 18
საინფორმაციო სააგენტოებო „როსია სეგოდნია“ და Sputnik გუმ-ის ყინულის მოედნის საინფორმაციო პარტნიორები გახდნენ