„მარტო სახლში“ ქართულად: სახლში ჩაკეტილმა გოგონამ მაშველები საგონებელში ჩააგდო - ვიდეო

საკუთარ ბინაში შესვლის ნახევარსაათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ ორი წლის ბავშვის დედამ მაშველები გამოიძახა
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. რუსთავში სამშაბათს დღისით ნამდვილი სპეცოპერაცია ჩატარდა. უშიშარმა მაშველებმა გადაარჩინეს ორი წლის გოგონა, რომელიც მეექვსე სართულზე მდებარე ბინაში შემთხვევით ჩაკეტილი აღმოჩნდა.

როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>

მედიის მონაცემებით, ბავშვის დედა ბინიდან მეზობელთან რამდენიმე წუთით გავიდა, მაგრამ უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.

თავდაპირველად მაშველები ცდილობდნენ აეხსნათ გოგონასთვის, როგორ გაეღო კარი, მაგრამ ის უცხო ადამიანის სახლში შეშვებაზე არ თანხმდებოდა.

„აბა დედა სად არის?“, - უნდობლობით კითხულობდა ის. დედის თხოვნამაც არ გაჭრა - გოგონა საკეტს ვერ მოერია.

ბოლოსდაბოლოს მაშველი მეშვიდე სართულიდან ტროსით ჩავიდა მეექვსე სართულის აივანზე და ბინაში აივნის კარიდან შევიდა.