ქართველი კიკბოქსიორი თურქეთში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა

ლუკა შონიამ ოთხი ორთაბრძოლა ზედიზედ მოიგო და შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს ანგოლიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ყაზახეთიდან.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოს აწ უკვე სამგზის ჩემპიონმა, 20 წლის ქართველმა სპორტსმენმა ლუკა შონიამ WAKO-ს მიერ ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიკბოქსინგში ოქროს მედალი მოიპოვა, ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შონიას ბადალი არ ჰყავდა 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, დისციპლინაში „ფულ-კონტაქტი".

ტაისონის გურული მეგობარი, კაშპიროვსკის „ტრენერი“ და წიფნარელი მასწავლებლის წყევლა

ლუკამ ოთხი ორთაბრძოლა ზედიზედ მოიგო. მან შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს ანგოლიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ფინალში კი ყაზახ სპორტსმენს ნურსულთან სახანოვს სძლია.

კიკბოქსინგის საერთაშორისო ორგანიზაცია WAKO საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ორგანიზაციაა.

მსოფლიო ჩემპიონატი კიკბოქსინგში მამაკაცთა და ქალთა შორის თურქეთის ქალაქ ანტალიაში 23 ნოემბრიდან 1 დეკემბერის ჩათვლით გაიმართა. შეჯიბრებაში სულ 48 სპორტსმენი მონაწილეობდა სამ დისციპლინაში: „ფულ-კონტაქტი", „პინტფაიტინგი" და „სოლო კომპოზიციები".