ყვარელში ხანძრისას დაღუპული 12 წლამდე მოზარდის დედა დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შეშის ღუმელი გახდა – ოჯახის წევრებმა ღუმელის ასანთებად დიზელის საწვავის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.  

ყვარელში ხანძარს 12 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ხანძარი სოფელ გრემში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 26 ნოემბერს გაჩნდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 12 წლამდე მოზარდი, ბავშვის დედა და დეიდა კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სხეულის დამწვრობით თელავის მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შეშის ღუმელი გახდა – ოჯახის წევრებმა ღუმელის ასანთებად დიზელის საწვავის ნაცვლად ბენზინი გამოიყენეს, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა.

ახალგაზრდა ქალი სხეულის 50%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში ერთ კვირაზე დიდხანს იყო მოთავსებული, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.