ღირსიაშვილი: მაშველები ჯანდარის ტბაზე დაკარგულ მამაკაცებს მთელი ღამე ეძებდნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანლის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი საუბრობს გარდაბანში, ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მამაკაცზე
Sputnik
ღირსიაშვილი: მაშველები ჯანდარის ტბაზე დაკარგულ მამაკაცებს მთელი ღამე ეძებდნენ
„რთული მეტეოროლოგიური პირობების და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, ჯანდარას ტბის სანაპიროზე საძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში არ შეუწყვეტიათ. ამოქმედებულია სითბური დრონი, რომელიც დეტალურ მონიტორინგს განახორციელებდა“ - აღნიშნა მღებრიშვილმა.

ლევან ღირსიაშვილის განმარტებით, საძიებო სამაშველო ჯგუფები ჯანდარის ტბაზე დაკარგულ მამაკაცებს მთელი ღამე ეძებდნენ და სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა.