მსოფლიო დღეს

უკრაინაში ქართველი ბიზნესმენი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილის კუთვნილი Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა მას შემდეგ გაიტაცეს, რაც ის სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილი უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, დავითაშვილის კუთვნილი Volkswagen-ის მარკის ავტომანქანა მას შემდეგ გაიტაცეს, რაც ის სასტუმროს ტერიტორიიდან გავიდა.

უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი უკვე დააკავეს. მათგან ორი ბრალს აღიარებს.

ერთ-ერთი ვერსიით, დავითაშვილი მანქანაში ჩაცხრილეს, რის შემდეგაც ჭაში ჩააგდეს.