მსოფლიო დღეს

ტაჯიკეთი ეროვნული გადარიცხვების სისტემას აამოქმედებს: მზად არიან თუ არა რუსეთის ბანკები

ახალი საპროცესო ცენტრის შექმნა ხელს შეუწყობს ფულადი გადარიცხვების ბაზრის განვითარებას და აამაღლებს მოსახლეობის ნდობის დონეს რესპუბლიკის საბანკო სისტემისადმი.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ტაჯიკეთის ეროვნული საპროცესო ცენტრი ანგარიშების გაუხსნელად ფულადი გადარიცხვებისთვის 3 დეკემბერს ამუშავდება, იუწყება „Sputnik–ტაჯიკეთი“ ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ფულადი გადარიცხვები: საიდან იგზავნება ყველაზე მეტი ფული საქართველოში

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საპროცესო ცენტრის შექმნის მთავარი მიზანია გაიზარდოს ფულადი გადარიცხვების სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობა, ოპერაციების გამჭვირვალობა და ასევე შემცირდეს სატრანზაქციო რისკები.

აღნიშნული საპროცესო ცენტრის შექმნა იძლევა ახალ შესაძლებლობებს ფულადი გადარიცხვების ბაზრის განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის ნდობის დონის ზრდას რესპუბლიკის საბანკო სისტემისადმი. გარდა ამისა, ის აუმჯობესებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხს და საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების ოპერაციების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა.

მაგალითად, თუ მანამდე უცხოეთის (უპირატესად, რუსეთის) ბანკებს შორის გადარიცხვები პირდაპირ ხორციელდებოდა, ახლა ფულადი სახსრების გადაადგილება რუსეთიდან ტაჯიკეთის ეროვნული ბანკის კონტროლით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ყველაზე აქტიური ბანკებისა და საგადასახადო სისტემების წარმომადგენლებმა „Sputnik–ტაჯიკეთთან“ საუბრისას დაადასტურეს, რომ მზად არიან ახალ პირობებში სამუშაოდ. თუმცა ამ მომენტისთვის დაზუსტებით ცნობილი არ არის, გაფორმებულია თუ არა შეთანხმება რუსულ კომპანიებსა და ტაჯიკეთის ეროვნულ ბანკს შორის.