საქართველოში 12 ათასზე მეტი მოსწავლე სკოლაში არ დადის – „საქსტატი"

საქართველოს 2313 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში დაახლოებით 593 ათასი მოსწავლე სწავლობს. გასულ სასწავლო წელს სწავლა 12 ათასმა შეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2018-2019 სასწავლო წელს სკოლაში სწავლას 12 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაანება თავი, რაც 2%-ით ნაკლებია წინა სასწავლო წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.

იმ მოსწავლეებს შორის, რომლებმაც სწავლას თავი დაანებეს, 40,7% გოგონაა, 59,3% კი ვაჟი.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ირიცხებოდა. მათ შორის 2086 სახელმწიფო, 227 კი კერძო სკოლა. გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში სკოლების რაოდენობა არ შეცვლილა.

რეგიონებში ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში (17,0%) ფიქსირდება.

წლების მიხედვით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ასე გამოიყურება:

სასწავლო წელისკოლების რაოდენობა
2015-2016 2331
 2016-2017 2321
 2017-2018 2308
 2018-2019 2313
2019-20202313

2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს სკოლებში დაახლოებით 593 მოსწავლე ირიცხება, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. მოსწავლეების საერთო რაოდენობიდან 47,9%-ს გოგონები, 52,1%-ს კი ვაჟები შეადგენენ.

საქართველოს სახელმწიფო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 89,4% სწავლობს, კერძო სკოლებში – 10,6%.

საქართველოში ყველაზე მეტი მოსწავლე თბილისშია (34,7%).

ქვეყნის სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ასე გამოიყურება:

სასწავლო წელიკოლების რაოდენობა
2015-2016553,9 ათასი
2016-2017564,7 ათასი
2017-2018575,2 ათასი
2018-2019584,4 ათასი
2019-2020592,9 ათასი

2019 წელს სკოლა 86,4 ათასზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა, რაც 5,1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.

2018-2010 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს სკოლებში 63,7 ათასზე მეტი პედაგოგი იყო დასაქმებული, რაც 5,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. პედაგოგების უმეტესობა – 86,8% ქალია, 13,2% კი მამაკაცი.