მეუფე შიო: მთავარია, შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს

პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია ეს პროცესები სიმშვიდის ფონზე განვითარდეს.
Sputnik
მეუფე შიო: მთავარია, შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს
„როდესაც მღელვარებაა პოლიტიკურ ცხოვრებაში, გაგახსენებთ მისი უწმინდესობის შეგონებას: მთავარია, შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს. ასეთი პროცესები როცა წარიმართება, აუცილებელია, რომ სიმშვიდის ფონზე იყოს“, – ამბობს მეუფე შიო.

მეუფის თქმით, მთავარია გვახსოვდეს, რომ ყოველი დღე ჩვენ ცხოვრებაში და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო არის, ღვთის საჩუქარია.