ჯანდარის ტბაში დაკარგული მეთევზეების ძებნა გრძელდება

ორი მამაკაცი ნავზე ტბის სიღრმეში ძლიერმა ქარმა გაიტაცა და მათ ძებნაში მესაზღვრეების ვერტმფრენი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთო
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჯანდარის ტბაში ორი მეთევზის ძებნა მანამდე გაგრძელდება, სანამ არ იპოვიან, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მეთევზეების გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დილით გავრცელდა. ნავი ტბის სიღრმეში ძლიერმა ქარმა გაიტაცა. იმ დროიდან ისინი არავის უნახავთ.

ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს - სამტრედიაში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ

„ახალი არაფერია, ისევ გრძელდება ძებნა. სიტუაცია არ შეცვლილა, ვერტმფრენების გარდა, ძებნაში მონაწილეობს ყველა სამაშველო ჯგუფი, რომელიც დილიდან მუშაობდა“, - განაცხადეს უწყებაში.

დაკარგულების ძებნაში ჩართულები არიან ქართველი მაშველები, პროცესი პერიოდულად ფერხდებოდა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო.

სამძებრო სამუშაოებში საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და აზერბაიჯანის ვერტმფრენი ჩაერთო.