ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ ნაძვის ხე უკვე მორთო – ნახეთ როგორი ნაძვის ხე აქვთ წელს კალაძეებს – ვიდეო

დიზაინერ ანუკი არეშიძის ნაძვის ხე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2014 წელს კალაძეების სკანდალური ნაძვის ხე, რომელიც დოლარებით იყო მორთული.
Sputnik

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ნაძვის ხე უკვე მორთო და მისი ფოტო Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა. შარშანდელი საახალწლო მთავარი ატრიბუტიკისგან განსხვავებით, წლევანდელი სადაა. კალაძეების შარშანდელი ნაძვის ხე პოლაროიდის ფოტოებით იყო მორთული. „პოლაროიდის ოჯახის ფოტოები საუკეთესო გაფორმებაა ნაძვის ხის, განსაკუთრებით ბავშვების ფოტოები”, – წერდა ანუკი არეშიძე შარშან „ინსტაგრამზე“.

ალბათ საზოგადოებას კარგად ახსოვს კალაძეების დოლარებიანი ნაძვის ხეც. 2014 წელს დიზაინერმა მსგავსი დეკორაციის მოწყობა უდროობას დააბრალა და აღნიშნა, რომ ორიგინალური წამოწყებები მის მეუღლეს უყვარს.

„ნაძვის ხე მოვრთე დოლარებით – ვერ მოვასწარი სათამაშოების ყიდვა. კახას უყვარს ასეთი რაღაცეები. საჩუქრის ჩუქებას, ჯობია, რაღაც მოვუწყო, დიზაინი შევცვალო – ასეთი რამეები უფრო სიამოვნებს. ყოფილა შემთხვევა, სუნამო მიჩუქებია და არ დაუსხამს, რადგან ერთი აქვს ამოჩემებული და სხვას არ ისხამს. ამიტომ საჩუქრების გაკეთებას თავი დავანებე და, რაც მოსწონს, იმას ვუკეთებ. რომანტიკულ საღამოებსაც ხშირად ვუწყობ, ძალიან უყვარს“, – ამბობდა მაშინ დიზაინერი.

წყვილი ოთხ ვაჟთან ერთად წყნეთში, კერძო სახლში ცხოვრობს. კალაძეების ოჯახის თითოეული წევრი პატარა უფლისწულს ჰგავს. ბიჭუნებს, უფროსის – ლევან კალაძის გარდა, ანუკი არეშიძეს უფრო ამსგავსებენ, ვიდრე თანამდებობის პირს და ულტრამოდურ მამას კახა კალაძეს. ყველასათვის ცნობილია, რომ კალაძის სამი უფროსი ვაჟი იტალიაში დაიბადა, უმცროსი – საფრანგეთში. ისინი ერთად მოგზაურობენ, ახალ ქვეყნებს მშობლებთან ერთად იპყრობენ და უკან სამშობლოში სკოლაში წასასვლელად ბრუნდებიან. ანუკის სოციალური ქსელის მიხედვით, ქართული მოდის სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერი კარიერას დიდ დროს უთმობს.