ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 4 დეკემბერს

თბილისში ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ოთხშაბათს, 4 დეკემბერს ღრუბლიან ამინდს, ღამით კი მცირე ნალექს პროგნოზირებენ.

მზე 08:10 საათზე ამოვა და 17:30 საათზე ჩავა.

ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.