ამაღამ თბილისში მოძრაობა გადაიკეტება: მერიის განცხადება

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია განაგრძობს დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციის მონტაჟს, რის გამოც ღამით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება მერია.

„დედაქალაქში საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 3 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას ქუჩის მონაკვეთი თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მეტროს სადგურ „რუსთაველამდე“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ქალაქის საახალწლო მორთულობით „თბილსერვის ჯგუფია“ დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ წელს თბილისის მერიამ 2,8 მლნ ლარი გამოყო საახალწლო ნაძვის ხის, დეკორაციებისა და განათებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მარტო 25 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხის ფასი 304,8 ათასი ევროა, ხოლო ახალი მანათობელი კონსტრუქციები და სხვადასხვა აქსესუარები 525 ათასი ევრო დაჯდა.