მძღოლებო, ყურადღებით! – თოვლი და ყინული საქართველოს სამხედრო გზაზე

საქართველოს სამხედრო გზის კობი–გუდაურის მონაკვეთზე მოთოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები დათოვლილ და მოყინულ გზაზე.
Sputnik

დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო კვირას ზემო ლარსისკენ მიმავალ გზაზე სატვირთო ავტომობილებისათვის მოძრაობა შეიზღუდა. კონკრეტულად, გზის გაწმენდამდე მოძრაობა ეკრძალებოდა მისაბმელიან და ნახევადმისაბმელიანი სატვირთოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ ამ დროისათვის ყაზბეგი–ზემო ლარსის მიმართულებით გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია.