ტრაგედია თბილისში: მძღოლი ავტომობილში დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით, Toyota Prius-is მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემზარავი ავარია: ხიდიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ავარია თბილისში, ორთაჭალაში  ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, Toyota Prius-is მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ბოძთან შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მამაკაცმა ვერ მოახერხა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან თავის დაღწევა. ის მანქანაში დაიწვა. ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.