მეტეხის გვირაბებში ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

მერიის ინფორმაციით, ორ-ორი ღამის განმავლობაში მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დაიკეტება
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, მეტეხის გვირაბებში 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერი გლდანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

მერიის ინფორმაციით, ორ-ორი ღამის განმავლობაში მარცხენა და მარჯვენა გვირაბები ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით დაიკეტება.

 სამუშაოები შესრულდება ორ ეტაპად, ღამის საათებში. კერძოდ, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება იალბუზის ქუჩიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, იალბუზის ქუჩიდან ქალაქის ცენტრისკენ ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორთაჭალჰესისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით.

2 და 3 დეკემბერს, 23:00-დან 07:00 საათამდე, გვირაბი დაიკეტება ბარათაშვილის ხიდიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილის ხიდის გავლით პუშკინის ქუჩის მიმართულებით.