წლის ბოლო თვეში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გათავისუფლდეთ ნეგატივისგან და ჰარმონიას მიაღწიოთ. ამაში ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ. განეწყვეთ ოპტიმისტურად და გაითვალისწინეთ სპეციალისტების რეკომენდაციები, დაგეგმეთ თვის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით.
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>
1, 2 დეკემბერი:ზამთრის პირველი დღეები იწყება მზარდი მთვარით მერწყულის თანავარსკვლავედში. ჰაერის ეს ნიშანი კარგად ერწყმის აქტიური მნათობის ენერგიას, ამიტომ კვირა და ორშაბათი პოზიტიური და პროდუქტიული დღეები იქნება. 1 დეკემბერს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებასა და შემოქმედებას, ხოლო 2 დეკემბერი იდეალური დროა საოჯახო საქმეებისთვის, საყიდლებისა და მთლიანობაში, აქტიურობისთვის.
3, 4 და 5 დეკემბერი:მთვარის თევზების ნიშანში გადასვლა ნიშნავს, რომ ადამიანებში ინტუიცია გამძაფრდება. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინოთ მეექვსე გრძნობას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
6, 7 დეკემბერი:მთვარე ზრდას ვერძის თანავარსკვლავედში გააგრძელებს. 6 დეკემბერი ძალზე ხელსაყრელი დღე იქნება, დატვირთული ემოციებითა და ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალი შესაძლებლოებით. 7 დეკემბერი იდეალური დღეა აქტიური დასვენებისთვის. მთვარე კვადრატურაში იქნება პლუტონთან. ასეთი ასპექტი ცეცხლოვანი სტიქიის აქტიურობის დღეებში უკიდურესად პოზიტიურია.
8, 9 და 10 დეკემბერი: ეს სამი დღე მიწის ნიშნის – კუროს მართვით ჩაივლის. ეს ნიშნავს, რომ მზარდი მთვარე საკმარის იღბალსა და სიმშვიდეს არ მოიტანს. აუცილებელია მონაცვლეობით მუშაობა და დასვენება, ურთიერთობები და განმარტოება. ასტროლოგები გირჩევენ, არ მიეცეთ სევდასა და ნაღველს. გარშემო სასიამოვნო, კეთილი და მხიარული ადამიანები შემოიკრიბეთ.