ილია მეორე: ურთულეს დროში ვცხოვრობთ...

ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც სხვას ჯვრის ტვირთვაში ეხმარება, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ურთულეს დროში ვცხოვრობ, იმ დროს, როდესაც ადამიანი თავად ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს, საკვირაო ქადაგებისას ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

პატრიარქმა წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.

ილია მეორე: ქართველი ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს, დააფასეთ, მხარში ამოუდექით...

„ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს, ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს. ყველაზე ბედნიერი ადამიანი ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში“, - ბრძანა ილია მეორემ.

ამასთან მან მოუწოდა მრევლს ახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული.

„უნდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი არის წყალობა. ღმერთი თავისი სიყვარულით ფარავს ჩვენს ნაკლს და ჩვენ მადლობელი ვართ ამ შეწევნისთვის, ამ წყალობისთვის“, - ბრძანა ილია მეორემ.