გამოქვეყნდა დანაშაულის ახალი სტატისტიკა საქართველოში

2019 წელს საქართველოში დანაშაული თითქმის 10%-ით გაიზარდა. ამასთან, დანაშაულის მესამედზე მეტს ქურდობა შეადგენს
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს შსს-მ დაახლოებით 54 ათასი დანაშაული დაარეგისტრირა, რაც 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 9,9%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

დასახელდა ყველაზე გავრცელებული დანაშაულები საქართველოში >>

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი გახდა 18,5 ათასი დანაშაულის გახსნა. შედარებისთვის, გასულ წელს 49 ათასი საქმიდან 17,3 ათასი გახსნეს.

სამი ყველაზე გავრცელებული დანაშაული საქართველოში:

დანაშაულიშემთხვევების რაოდენობაზრდა 2018 წელთან შედარებით
ქურდობა16.8 ათასზე მეტი+ 7.73%
ნარკოდანაშაულიდაახლოებით 5.7 ათასი+ 47.1%
ოჯახში ძალადობა4.2 ათასზე მეტი+ 2.7%

წლის დასაწყისიდან საქართველოში 2,6 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 293 სიკვდილით დასრულდა.

რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - მექრთამეობასთან ბრძოლას - იანვრიდან ოქტომბრამდე, ამ მუხლით 50 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - სამი ფაქტით ნაკლები, ვიდრე გასულ წელს.