შემზარავი ავარია: ხიდიდან ავტობუსის გადავარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა წინა საბურავის გასკდომის გამო მოხდა. ავარიაში აგრეთვე 33 ადამიანი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. იმიერბაიკალეთის მხარეში ხიდიდან მდინარე კუენგაში ავტობუსის გადავარდნის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, იუწყება РИА Новости.

დაშავებულია 21 ადამიანი, 19 მათგანი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ერთის მდგომარეობა მძიმეა. 

რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის ინფორმაციით, ავარია მოხდა კვირას, 1 დეკემბერს, „მოგოიტუი-სრეტინსკი-ოლოჩის“ გზის მე-60 კილომეტრზე. სრეტინსკიდან ჩიტაში მიმავალ Kia Grandbird-ის მარკის ავტობუსში სულ 43 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა წინა საბურავის გასკდომამ გამოიწვია.