მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 48 ადამიანი. დაახლოებით 800 ადამიანი დაზარალდა სტიქიური უბედურების შედეგად. სტიქიური მოვლენის ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარეობს ქალაქი დურესი.
1 / 14
ალბანეთში ფაქტიურად ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი 26 ნოემბერს მოდა და უფრო ძლიერი იყო - 6.4 მაგნიტუდა, მეორე 28 ნოემბერს - 5 მაგნიტუდა
© AP Photo / Petros Giannakouris
2 / 14
28 ნოემბერს ალბანეთი დამოუკიდებლობის 107-ე იუბილეს აღნიშნავდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ილირ მეტამ მოქალაქეებს გაერთიანებისაკენ მოუწოდა, რათა დაზარალებულებს დაეხმარონ
© AP Photo / Hektor Pustina
3 / 14
მიწისძვრის შედეგად დაინგრა შენობები, დაიღუპა 48 ადამიანი, დაშავდა 800
© AP Photo / Hektor Pustina
4 / 14
ნანგრევებში მოყოლილი და დაკარგული ადამიანების დასახმარებლად 10-ზე მეტმა ქვეყანამ გაგზავნა ალბანეთში სამაშველო ჯგუფები
© AP Photo / Visar Kryeziu
5 / 14
6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთის ისტორიაში პირველი იყო
© AP Photo / Visar Kryeziu
6 / 14
სტიქიური მოვლენის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან და ყველაზე დიდი ქალაქიდან - ტირანადან 30 კილომეტრში მდებარეობდა, მეორე მიწისძვრის - 48 კილომეტრის დაშორებით
© AP Photo / Visar Kryeziu
7 / 14
სამაშველო ოპერაციების დროს ნანგრევებიდან დაახლოებით 50 ადამიანი ამოიყვანეს
© AP Photo / Visar Kryeziu
8 / 14
2019 წელს მსოფლიოში 15 ძლიერი მიწისძვრა მოხდა
© AP Photo / Petros Giannakouris
9 / 14
ღირს აღინიშნოს, რომ 21 სექტემბერს ალბანეთში 6 მაგნიტუდის მქონე ორმაგი მიწისძვრა მოხდა, მისი ეპიცენტრი ქალაქი დურესის მახლობლად იყო, რომელიც ნოემბრის მიწისძვრამაც დააზარალა
© AP Photo / Visar Kryeziu
10 / 14
მიწისძვრებთან დაკავშირებით ქალაქ ტირანასა და ქალაქ დურესში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
© AP Photo / Visar Kryeziu
11 / 14
ტრაგედიასთან დაკავშირებით ალბანეთსა და კოსოვოში გლოვის დღე გამოცხადდა
© AP Photo / Visar Kryeziu
12 / 14
დიდ საპორტო ქალაქ დურესსა და სოფელ ტუმანას გაცილებით დიდი ზარალი მიადგა
© AP Photo / Hektor Pustina
13 / 14
დურესში დაინგრა ორი სასტუმრო და საცხოვრებელი შენობების ორი ბლოკი, ტუმანაში 4 შენობა, მათ შორის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი
© AP Photo / Visar Kryeziu
14 / 14
ალბანეთი განთავსებულია ორ ტექტონიკურ ფილას შორის - ევრაზიისა ფილა და ადრიატიკის მიკროფილა. ალბანეთის დასავლეთ ნაწილი სეისმურად საკმაოდ აქტიურია, უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში 6 მაგნიტუდაზე მეტიანი მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა
© AP Photo / Petros Giannakouris