ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლიციელი დაიღუპა - მძღოლი მიიმალა

პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.

პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკა „ფერომედში“ გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე და მეექვსე ქვეპუნქტებით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.