ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს - სამტრედიაში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში, სადაც, სავარაუდოდ, მამაკაცი მდინარეში გადახტა
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში, მდინარეზე მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. ის სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.