სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ რამდენიმე მაღაზია დაიწვა

სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ დამწვარია 70 კვადრატული მეტრი ფართის ტერიტორია. ამჟამად ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“, რამდენიმე 70 კვ.მ ფართი დაიწვა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის მაღაზიებში გაჩნდა.

დამწვარია რამდენიმე მაღაზია. ამჟამად ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.